Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტ ადა ნარდაიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N:6/2025 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “პოლიტიკის მეცნიერება” დოქტორანტ ადა ნარდაიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2026 წლის 16 თებერვალს 14:00 საათზე;

დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - კომისიის თავმჯდომარე;

ზვიად აბაშიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

თამარ ქარაია - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - კომისიის მდივანი

სალომე დუნდუა - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

ავთანდილ ტუკვაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;

ნინო ცუხიშვილი -საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი;

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ  პირთათვის.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.